თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1. რატომ არ გვაქვს ფარული ავტომატური ჩამოჭრა
CV Forma-ს ყველა პაკეტი (9 ₾ / 14 დღე და 24 ₾ / 1 წელი) არის ერთჯერადი. ვადის გასვლის შემდეგ ბარათიდან თანხა აღარ ჩამოიჭრება.
2. თანხის დაბრუნების შემთხვევები
- თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა PDF/DOCX ფაილის ჩამოტვირთვა და ხარვეზი ვერ აღმოიფხვრა 24 საათში — თანხა ბრუნდება 100%-ით.
- თუ შეცდომით მოხდა ერთი და იმავე პაკეტის ორმაგი გადახდა — დუბლირებული თანხა სრულად ბრუნდება.
- დაბრუნების მოთხოვნა იგზავნება შეძენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ელფოსტაზე support@cvforma.ge შეკვეთის კოდის მითითებით; დაბრუნება ხორციელდება 3–5 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე.