დახმარება და ხშირი კითხვები
ყველა პასუხი და ავტომატური წვდომის აღდგენა ლოდინის გარეშე.
როგორ ჩამოვტვირთო სივი უფასოდ?
აირჩიეთ ერთ-ერთი უფასო შაბლონი (Tokyo, Zurich ან Chicago) და დააჭირეთ „ჩამოტვირთვა → PDF-ის ჩამოტვირთვა“. რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
ჩამოიჭრება თუ არა თანხა ავტომატურად 14 დღის შემდეგ?
არა! ჩვენი ყველა პაკეტი (9 ₾ / 14 დღე და 24 ₾ / 1 წელი) არის ერთჯერადი გადახდა. ავტომატური ჩამოჭრა (Subscription) საერთოდ არ არსებობს.
გადავიხადე, მაგრამ ბრაუზერი დავხურე ან სხვა ტელეფონით შევედი — როგორ აღვადგინო წვდომა?
გახსენით გვერდი „ჩემი პაკეტი & ქვითარი“ (/angarishebi), ჩაწერეთ გადახდისას მითითებული ელფოსტა და სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით წვდომის ბმულს.
ჩემი ქართული შრიფტი აირევა დამსაქმებლის კომპიუტერში?
არა. CV Forma-ს PDF ფაილებში ჩაშენებულია Noto Sans Georgian შრიფტი და მონიშნვადი ტექსტი — ის ზუსტად ერთნაირად იხსნება Windows, Mac, iPhone და Android მოწყობილობებზე.
როგორ დავატიო გრძელი სივი 1 გვერდზე?
თუ რეზიუმე გადაცდა 1 A4 გვერდს, წინასწარი ხედის თავზე გამოჩნდება ღილაკი „1 გვერდზე მორგება“, რომელიც ავტომატურად შეამჭიდროებს არეებსა და შრიფტს.
შემიძლია Word (.docx) ფაილის მიღებაც?
დიახ, Pro პაკეტით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სრულად რედაქტირებადი Microsoft Word (.docx) რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. გარდა ამისა, გვაქვს უფასო საბაზისო Word შაბლონებიც (/cv-word-shablonebi).